ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ჩიბათობა“ აღინიშნა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ჩიბათობა“ აღინიშნა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ჩიბათობა“ და სვიმონ კანანელის ხსენების დღე აღინიშნა.
ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, საქართველოს პარლამენტში გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, პარლამენტის წევრი იოსებ ჯორბენაძე, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე დაესწრნენ.
ჩიბათელი მხედრების სკვერში გურული მხედრების მონუმენტი საზეიმოდ გაიხსნა.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა სოფელში ახალი ამბულატორიაც გახსნეს.
დღის განმავლობაში გაიმართა ტრადიციული სპორტული ღონისძიებები — ფეხბურთის მატჩი და დოღი, რომელშიც 20-მდე ცხენოსანი მონაწილეობდა.
ჩიბათის საჯარო სკოლაში ბოლო ზარი გაიმართა.
საღამოს კი სცენაზე გია ბაღაშვილი და ჯგუფი „ქუჩის მუსიკოსები“ წარდგნენ.
Previous: 26 მაისის წინ, როდესაც ოპოზიციას გაცხადებული აქვს ალტერნატიული აქციების მოწყობა, ამერიკის საელჩოსგან, მინიმუმ, განმარტება უნდა მოვისმინოთ, თუ რას შეეხებოდა ოპოზიციასთან შეხვედრა

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის