ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის პროექტი – „ჩაერთე მოქმედების დროა“ განხორციელდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის პროექტი – „ჩაერთე მოქმედების დროა“ განხორციელდა
ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის პროექტი – „ჩაერთე მოქმედების დროა“ განხორციელდა. შემაჯამებელ ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი ესწრებოდნენ.
ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები სახელმწიფო რწმუნებულისგან, მერისგან და სააგენტოს ხელმძღვანელისგან მოესმინათ. პროექტი, რომელშიც 200-მდე ახალგაზრდა იყო ჩართული, მოიცავდა ტრენინგებს, საინფორმაციო შეხვედრებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობას. მის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდებისთვის მოხალისეობისა და მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. პროექტი („ჩაერთე მოქმედების დროა“) სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის – „რეგიონული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“ – ერთ-ერთი გამარჯვებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცებმა“ თავიანთ უფროსებთან გაიარეს კონსულტაციები და მიიღეს დავალება, რომ გვიჩივიან, თუმცა, ისინი და მათი პატრონები უნდა დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც მალე გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში