ლანდსბერგისი: კოსმეტიკური ცვლილებები ამ კანონს EU-ს სტანდარტებთან ვერ მოიყვანს

უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღება და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებული განგრძობადი რეპრესიები შეაჩერებს საქართველოს შემდგომ პროგრესს ევროკავშირისა და ნატო-ს გზაზე. ეს თუ მოხდება, პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება საქართველოს მთავრობას, თუმცა, ჯერ კიდევ არ არის გვიან.
ქალბატონი პრეზიდენტისგან გავიგეთ, რომ ის გეგმავს კანონზე ვეტო-ს დადებას და მისცემს საშუალებას მთავრობას, საერთოდ გააუქმოს ეს სამწუხარო საკანონმდებლო ინიციატივა. არ უნდა არსებობდეს ილუზია, რომ კოსმეტიკური ცვლილებები ამ კანონს დემოკრატიის ან ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს. ეს კანონი არ შეესაბამება ევროპულ არჩევანს.
თქვენ არ შეგიძლიათ გაასწოროთ ის, რაც ფუნდამენტურად გატეხილია. ჩვენი ჭეშმარიტი ინტერესია, დავეხმაროთ საქართველოს ევროპული მოგზაურობის განხორციელებაში საბოლოო დანიშნულებამდე. საქართველო ევროპას ეკუთვნის. როგორც მ სტრასბურგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, როდესაც საქართველო ევროპის საბჭოში გაწევრიანდა – მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი – დიახ, თქვენ ხართ.