ლანდო ნორისი ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის ჩემპიონია

ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონი ლანდო ნორისის ტრიუმფით დასრულდა— 26 წლის ბრიტანელი პილოტი ისტორიაში რიგით 35-ე ჩემპიონი გახდა.
სეზონის ბოლო რბოლა აბუ დაბიში გაიმართა, სადაც ჩემპიონობის შანსი სამ რბოლელს – ლანდო ნორისს, მაქს ვერსტაპენსა და ოსკარ პიასტრის ჰქონდათ.
აბუ დაბის გრან პრის გამარჯვებული მოქმედი ჩემპიონი, მაქს ვერსტაპენი გახდა, მეორე ადგილზე ოსკარ პაისტრი გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია დღევანდელმა ტრიუმფატორმა, ლანდო ნორისმა დაიკავა.
ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის 10 მრბოლელი
1. ლანდო ნორისი (მაკლარენი) — 423 ქულა
2. მაქს ვერსტაპენი (რედ ბული) — 421 ქულა
3. ოსკარ პიასტრი (მაკლარენი) — 410 ქულა
4. ჯორჯ რასელი (მერსედესი) — 319 ქულა
5. შარლ ლეკლერი (ფერარი) — 242 ქულა
6. ლუის ჰამილტონი (ფერარი) — 156 ქულა
7. კიმი ანტონელი (მერსედესი) — 150 ქულა
8. ალექსანდერ ალბონი (უილიამსი) — 73 ქულა
9. კარლოს საინსი (უილიამსი) — 64 ქულა
10. ფერნანდო ალონსო (ასტონ მარტინი) — 56 ქულა
ფორმულა 1-ის 2026 წლის სეზონი სტარტს 6 მარტს, ავსტრალიაში აიღებს.