ლანა ღოღობერიძის ახალი ფილმი დედა-შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ტრადიციული პროგრამის, ფორუმის მონაწილე გახდა.
“სიდიადე შერწყმული მოკრძალებასთან. 93 წლის მსოფლიოში ცნობილი რეჟისორი და შვილი, იხსენებს დედას ნუცას, საქართველოს პირველ კინორეჟისორ ქალს. ფემინისტური, მოსიყვარულე, ძალადობის მაკრიტიკებელი ფილმი”. – წერია ბერლინალეს საიტზე.
ღოღობერიძის ბოლო ნამუშევრის პრემიერა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.
ფორუმი ბერლინის კინოფესტივალის მნიშვნელობით მეორე პროგრამაა. 2021 წელს აქ წარდგენილი იყო სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი მოთვინიერება, ხოლო 2013 წელს ფორუმის ჯილდო მიიღო ნანა ექვთიმიშვილის ფილმმა გრძელი ნათელი დღეები.