ლანა გალდავა – „MEGOBARI აქტი“ აუცილებლად იქნება მიღებული

„MEGOBARI აქტი“ აუცილებლად იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა ლანა გალდავამ განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, გადაწყვეტილება ძალიან მალე იქნება მიღებული.
„ფაქტი და მოცემულობა ერთია, რომ „MEGOBAR აქტს“ კონგრესის წარმომადგენელთა პალატა გავლილი აქვს, მას აქვს ორპარტიული მხარდაჭერა, როგორც დემოკრატების, ასევე „რესპუბლიკელების“ მხრიდან, საუბარია მხოლოდ სენატში, კანონპროექტის განხილვის პროცედურებზე, ჩვეულებრივი წესით თუ, დაჩქარებული წესით. ჩვეულებრივი წესით განხილვის ვადებთან დაკავშირებით ძალიან მალე იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ამიტომ, ეს საკითხი „ქართული ოცნების“ მხრიდან კვლავ დეზინფორმაციისთვის და პროპაგანდისთვის იქნება გამოყენებული, მაგრამ მათ ვეუბნებით, რომ ეს აქტი აუცილებლად იქნება რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად მიღებული“, – განაცხადა გალდავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დამნაშავედ ცნეს ე.წ. ფაშისტური იდეოლოგიის ჯგუფის წევრები, რომლებმაც არასრულწლოვანი დანებისა და პისტოლეტების გამოყენების მუქარით აიძულეს დამდგარიყო მუხლებზე, მიაყენეს დაზიანებები, აიძულეს ბოდიში მოეხადა „ლიდერისთვის“

გიგი წერეთელი – წარმოუდგენელია, რომ 2026 წელი დგება და ქვეყანაში პოლიტიკური და სინდისის პატიმრები გვყავს – ცუდი ვითარებაა და ეს იყო „ოცნების“ გეგმა, დაჭერების კასკადი და შიდა ბრძოლები არ მეტყველებს იმაზე, რომ მათ დიდი ძალა აქვთ