ლანა გალდავა – ქვეყნისათვის და ქვეყნის განვითარების პერსპექტივისათვის ძალიან სამწუხაროა, რომ მეოთხე ვადით ძალით მოსული ხელისუფლება სიახლეს ვერ სთავაზობს ქართველ ხალხს, როგორც ახალი სახეებით, ისე პროგრამით

ქვეყნისათვის და ქვეყნის განვითარების პერსპექტივისათვის ძალიან სამწუხაროა, რომ მეოთხე ვადით ძალით მოსული ხელისუფლება სიახლეს ვერ სთავაზობს ქართველ ხალხს, როგორც ახალი სახეებით, ისე პროგრამით,- ამის შესახებ
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ლანა გალდავამ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეს „ჩიხში შესული პოლიტიკური პროცესია“.
„ქვეყნისათვის და ქვეყნის განვითარების პერსპექტივისათვის ძალიან სამწუხაროა, რომ მეოთხე ვადით ძალით მოსული ხელისუფლება სიახლეს ვერ სთავაზობს ქართველ ხალხს, როგორც ახალი სახეებით, ისე პროგრამით. ეს არის ჩიხში შესული პოლიტიკური პროცესი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენი პარტნიორები ამბობენ, რომ ევროინტეგრაციის მიმართულება შეჩერებულია“,- აცხადებს გალდავა.
გარდა ამისა, გალდავა გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილს სარჩელს არჩევნებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ნაკლებია მოლოდინი, სასამართლოს მხრიდან „პოლიტიკური გადაწყვეტილება არ შესრულდეს“.
ამასთან, ის გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებასაც, სადაც მან სარჩელს „სულელური და უსაფუძვლო“ უწოდა. გალდავას თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან შეურაცხმყოფელ კომენტარებს შეჩვეულები ვართ“.
„არ გვაქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, მაგრამ თავს იმის უფლებას მაინც არ მივცემთ, რომ წინასწარ, გადაწყვეტით ვისაუბროთ იმ შედეგზე, რაც შესაძლოა დადგეს. ამის შესახებ თავს უფლებას აძლევენ და საუბრობენ ხელისუფლების წარმომადგენლები. მოლოდინი იმისა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნება შესრულებული, ნაკლებია, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ ყველა სამართლებრივი მექანიზმი უნდა ამოვწუროთ. ამავდროულად, ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს ვინ დაუჭერს ხალხის გამოხატულ ნებას მხარს და ეროვნულ ინტერესს მოსამართლეთა შემადგენლობიდან. ასევე, რომელი მოსამართლეები შეასრულებენ სახელისუფლებო დაკვეთას“,- განაცხადა ლანა გალდავამ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი იქნება, პარლამენტის თავმჯდომარედ კი ფრაქცია ისევ შალვა პაპუაშვილს წარადგენს.