„ქართული ოცნების“ განცხადების მიხედვით, ევროკავშირის 17 დემოკრატიული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და უმაღლესი წარმომადგენლები არიან ანტიდემოკრატიულები და მთელ ევროპაში მხოლოდ „ქართული ოცნებაა“ დემოკრატიის ფლაგმანი, – ასე შეაფასა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ლანა გალდავამ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება, რომლითაც ისინი 17 ევროპული ქვეყნისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას გამოეხმაურნენ.
გალდავას თქმით, ეს ყველაფერი არასერიოზულია.
„ამ განცხადების მიხედვით, ევროკავშირის 17 დემოკრატიული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და უმაღლესი წარმომადგენლები არიან ანტიდემოკრატიულები და მთელ ევროპაში მხოლოდ „ქართული ოცნებაა“ დემოკრატიის ფლაგმანი. არასერიოზულია ეს ყველაფერი. ეს არის კონსპიროლოგიის თეორიის ძალიან ღრმა ფორმა და ამ ყველაფერს, რაც თავის მხრივ, დიაგნოზია, შესაბამისი დარგის სპეციალისტის ჩარევა ესაჭიროება. უფრო სერიოზულად ამ ფაქტს და ამ წერილის შინაარს მე ვერ შევაფასებ“, – განაცხადა ლანა გალდავამ.
