ლანა გალდავა ნიკა მელიას განცხადებაზე – თვითმმართველობის არჩევნების საკითხის კატეგორიული ტონით დასმა და მსგავსი თემების მსგავსი ტონით შემოტანა, კონფლიქტების ინსპირაციის მცდელობაა, რაც ოპოზიციური სპექტრისთვის დამაზიანებელია

„ლელო – ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადებას მაშინ გააკეთებს, როცა ამას საჭიროდ ჩათვლის და ამის დრო მოვა, – ასე პასუხობს „ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი ლანა გალდავა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას.
გალდავა კონკრეტულ პასუხს არ სცემს, მათი პარტია მიიღებს თუ არა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.
„ამ ეტაპზე ჩვენ მიგვაჩნია, რომ ორი მთავარი საკითხია – პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა. რაც შეეხება სხვა პარტიების წარმომადგენლების მიერ ამ საკითხის კატეგორიული ტონით დასმას, ვიტყვით, რომ „ლელო ძლიერი საქართველო“ ყოველთვის იყო ერთიანობის მომხრე და 26 მაისის წინ მსგავსი თემების შემოტანა მსგავსი ტონით, კონფლიქტების ინსპირაციის მცდელობაა, რაც ოპოზიციური სპექტრისთვის დამაზიანებელია“, – აცხადებს გალდავა.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ, ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, მკაფიო პასუხი გასცენ კითხვას, იღებენ თუ არა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.
მელიას თქმით, ახლა „პოლიტიკური ბუნდოვანების, პოლიტიკური ორაზროვნების დრო დასრულდა და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის დრო დადგა – რას აკეთებენ ისინი, შედიან თუ არა ფარსში, სახელად ადგილობრივი ?“.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა თანხმობა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ყიდვას შეწყვეტს და უფრო მეტს შეიძენს აშშ-სგან – ეს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას ხელს შეუწყობს