ლანა გალდავა – ბოლნისის სასამართლოში მტკიცებულებების სახით ორ დისკს წარვადგენ, მოვითხოვთ გაიხსნას ე.წ. სამაგიდო სიები და ვერიფიკაციის აპარატში ჩატვირთული ხელმოწერები

„ძლიერი საქართველოს“ წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, დღეს ბოლნისის სასამართლოში მტკიცებულებებს წარადგენს, რომელიც ეხება დარღვევებს, რომელიც ქვემო ქართლში ს დღეს მოხდა.
გალდავას თქმით, სასამართლო პროცესზე მოითხოვს გაიხსნას ე.წ. სამაგიდო სიები და ვერიფიკაციის აპარატში ჩატვირთული ხელმოწერები.
“ყოველდღიურად ჩვენ შტაბში სხვადასხვა კოალიციის წარმომადგენლები ვიკრიბებით. განსაკუთრებით, იურისტები ვმსჯელობთ საარჩევნო დარღვევებზე, უშალოდ არჩევნების დღეს და ასევე, წინასაარჩევნო პერიოდში, იმ სისხლის სამართლებრივ დარღვევებზე, რასაც ადგილი ჰქონდა. მე დღეს წარმოდგენილი ვიქნები ბოლნისის სასამართლოში, სადაც მტკიცებულებების სახით – ორ დისკს წარვადგენ, აუცილებლად მოვითხოვთ გაიხსნას ე.წ. სამაგიდო სიები და ვერიფიკაციის აპარატში ჩატვირთული ხელმოწერები, ვინ ესწრებოდა უშუალოდ და ვინ მიიღო მონაწილეობა არჩევნების დღეს. ამავდროულად, იქ სადაც მიმდინარეობდა ძველი წესით არჩევნები, აუცილებელია წარმოგვიდგინონ სამაგიდო სიები. ორ დისკზე ასახულია ძირითადი დარღვევები, რაც ხდებოდა ქვემო ქართლში წარვადგენთ დღეს სასამართლოში. ცხადია, არ გვაქვს იმის იმედი, რომ ჩვენ მოთხოვნას დაგვიკმაყოფილებენ, მაგრამ როგორც კანონმორჩილი და ამავდროულად, სამართლებრივი წესრიგის მოყვარული ხალხი, აუცილებლად ყველა ზომას იმისთვის ვიყენებთ იმისთვის, რომ გავასაჩივროთ საოლქო კომისიებში. ასევე, სასამართლოებში ვასაჩივრებთ. ამის შემდეგ საერთაშორისო მიმართულებითაც წავალთ და მოვითხოვთ, რომ საერთაშორისო გამოძიება ამ დარღვევებზე დაიწყოს”, – განაცხადა გალდავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა – მინდა, ერთხელ და სამუდამოდ მოვახერხოთ საარჩევნო გარემოსა და ადმინისტრაციის იმგვარად წარმართვა, რომ ყოველგვარი მანიპულაცია და უკანონო ჩარევა იყოს გამორიცხული და არა ვინმეს კეთილ ნებაზე დამოკიდებული