ლამის ნახევარი მსოფლიო ალაპარაკდა ჩვენი გზავნილებით, – ირაკლი კობახიძე

ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. თქვენ ხედავთ, რომ ლამის ნახევარი მსოფლიო ალაპარაკდა ჩვენი გზავნილებით, მესიჯებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ უზბეკეთში, ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავარია, რომ საბოლოოდ სწორად დალაგდეს აღქმები, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში.
„მთავარია, რომ Deep State-ისგან, „გლობალური ომის პარტიისგან“, მისი გავლენებისგან გათავისუფლდეს ყველა ევროპული ქვეყანა, საბოლოო გათავისუფლდეს ამერიკის შეერთებული შტატები. ამ შემთხვევაში პრინციპები იქნება დაცული.
თუ სხვანაირად განვითარდა მოვლენები, ამ შემთხვევაში კვლავაც სერიოზული გამოწვევების წინაშე იქნება ისეთი პრინციპები, როგორიც არის სამართლებრივი სახელმწიფო, სამართლის უზენაესობა, დემოკრატია და ა.შ. Deep State-ის და „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის პირობებში თქვენ ხედავდით, რომ ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე დადგა ეს პრინციპები. იმედი ვიქონიოთ, რომ ის ტენდენცია გაგრძელდება, რომელსაც დღეს ვხედავთ ჩვენ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპის ცალკეულ ქვეყნებში“, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

სახელმწიფო იყო აბსოლუტურად მართალი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიმართ, ყველა პირობა შევუქმენით პროექტის განსახორციელებლად, თუმცა ვერც ერთი ინვესტორი მათ ვერ მოიზიდეს, ნაცვლად ამისა, დაიწყეს დავა სახელმწიფოსთან და სცადეს ხალხის ფულის მითვისება

მოვუწოდებთ ევროპულ სტრუქტურებს, ევროპულ ბიუროკრატიას, რომ დეპეშებს კი ნუ აგზავნიან, გვესაუბრონ, დაძლიონ საბჭოური მიდგომა და ევროპული მიდგომებით იმოქმედონ, ასე იგზავნებოდა თავის დროზე საბჭოთა მოსკოვიდან დეპეშები საქართველოში