“ლამის ვიტირე” – არგენტინელი “იუვენტუსზე” ნაწყენია

არგენტინელი შემტევი მატიას სულე “იუვენტუსიდან” წასვლას არ ელოდა და კლუბის ხელმძღვანელობაზე გული ძალიან დასწყდა.
21 წლის ნახევარმცველი, რომელიც გასულ სეზონში “ფროზინონეში” იყო განათხოვრებული, ტურინელებმა “რომას” მიჰყიდეს.
“არ ველოდი, რომ “იუვენტუსის” დატოვება მომიწევდა. ტიაგო მოტამ მითხრა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში წავიდოდი გუნდიდან, თუ ჩემ სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს გადაიხდიდნენ. მე დარჩენა მსურდა. კლუბის ხელმძღვანელობას დავუმტკიცებ, რომ “იუვეში” თამაშს ვიმსახურებდი.
მოვლენები მოულოდნელად განვითარდა და მხოლოდ “რომას” წინადადებას დავთანხმდი. ლამის ავტირდი, როცა წასვლაზე მელაპარაკნენ, შემდეგ კი “რომაში” ტრანსფერი ჩაშლის პირას იყო,” – უთხრა
ფეხბურთელმა Corriere dello Sport-ს.
რომაულმა კლუბმა “იუვენტუსს” არგენტინელის სანაცვლოდ 26 მილიონი ევრო გადაუხადა, რასაც ბონუსის სახით, შესაძლოა, 4 მილიონი დაემატოს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში