“ლამის ავფეთქდით, გადაიწვა დენი, დაზიანდა გაზის და წყლის მილები, მიწიდან ამოდიოდა ბოლი…” – თბილისი, 2024 წელი

კერძო სახლების და ოფისების ჭიშკართან რომ აჯარიმებთ და არანაირ ალტერნატივას არ სთავაზობთ პარკინგის, ეს ნორმალურია?! ამავე დროს სახელმწიფო უწყებების მანქანები დგას ტროტუარებზე და ხელს არ ახლებთ!!!
ესე იგი ჯერ ხომ საშინლადაა დაპროექტებული რომ გაზის მილს ზემოდან ჯვარედინად უნდა ედოს დენის სადენები და გვერდით, ძალიან ახლოს წყლის მილიც გადიოდეს+კანალიზაციის მილიც, ამიტომაა რომ ერთ წელიწადში სამჯერ ამოითხარ-გადაითხარა ეზო და გუშინწინ საერთოდ ლამის ავფეთქდით! დენის სადენები გადაიწვა, დააზიანა გაზის მილი, მიწიდან ამოდიოდა ბოლი, შემდეგ აღმოჩნდა რომ თურმე წყლის მილიც დაზიანებულია, გუშინ და გუშინწინ ხომ გავწვალდით მოსახლეობა უშუქობით და უგაზობით, ძლივს შეკეთდა ყველაფერი, მაგრამ ახლა ასე აყრილი დაგვიტოვეს ეზო და ამ ორმოზე გადავდივართ მანქანებით რომ ავტოფარეხში შევიდეთ ან გამოვიდეთ. არადა გუშინ თქვეს ხვალ დილიდანვე მოვლენ და მოაწესრიგებენო, დილიდანვე კი არა, დაღამდა უკვე და არავინ არ მოსულა, გადაცემულიაო კი მეუბნებით, მაგრამ აი რატომ არ უნდა იცოდეთ რომ ასეთ სამუშაოებს როცა ატარებთ, მერე მალევე უნდა მოაწესრიგოთ კიდეც! ხვალ მაინც გამოუშვით შესაბამისი სამსახური და მოაწესრიგონ, თორემ რომ გაწვიმდეს მერე ყველას მაგ ორმოში ჩავარდნას გისურვებთ.
გარდა ამისა, თბილისის მერიის გვერდზე, ამჯერადაც, ასობით ახალი კომენტარია სატრანსპორტო პოლიტიკაზე და მოქალაქეთა უმრავლესობა წერს, რომ ის ხალხზე არაა მორგებული.

ასევე დაგაინტერესებთ

„სფერო ინვესტის“ დირექტორის ადვოკატი – გიორგი მურუსიძე ბრალს არ ეთანხმება, თუმცა არ აპირებს მოქალაქეთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებებისგან თავის არიდებას – აქტიურად მუშაობს, რომ დაზარალებულებისთვის თანხის გადახდა არ გაიწელოს

ვიკა ფილფანი – მთავარი პრობლემა არ არის ის, რომ ინვესტიცია არაბულია, მთავარი პრობლემა კორუფციის მაღალი რისკია, მოგიწოდებთ პასუხები გასცეთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რა არის ხელშეკრულების პირობები

მაია ბითაძე გახარიას პარტიას – როდესაც საუბრობთ, თითქოს საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიები განხორციელდა, ეტყობა არ იცით, რეპრესიები რა არის – თქვენ თუ ჩვენი შეურაცხყოფის ხარჯზე აპირებთ ქულების დაწერას, გარანტიას გაძლევთ, განწირული ხართ