ლამინე იამალმა დაასახელა გუნდი, რომელშიც არასდროს ითამაშებს

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის ,,ბარსელონას” შემტევმა, ლამინე იამალმა, El Chiringuito TV-ის შეკითხვებს უპასუხა:

,,ვარ თუ არა ბარსელონას ისეთი გულშემატკივარი, რომელიც ამბობს, რომ რეალში არასდროს ითამაშებს? კი!

ჩემი კუმირი? არაერთხელ მითქვამს, რომ მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ მე უფრო ნეიმარის თამაშის ყურება მომწონდა…”

ცნობისათვის, გასულ სეზონში იამალმა ,,ბარსელონას” მაისურით ჩატარებულ 50 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ვიდეო

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ძალიან გვეხმარება „ოცნების“ და ივანიშვილის პოლიტიკა, ეს უკვე „პრო“ აღარ არის, ეს არის რუსულობა – რას ნიშნავს, როცა ხელისუფლება წინასაარჩევნოდ დაპირისპირებას აღვივებს? – იცის, ხმებით ვეღარ იგებს არჩევნებს