ლამაზი გოლები… “ტორპედომ” “გაგრას” მოუგო [VIDEO]

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველი ტურის მეორე შეხვედრა გაიმართა. ქუთაისის “ტორპედომ” “გაგრას” 2:1 მოუგო.
გაგრა 1:2 ტორპედო
დაძაბული თამაში გამოდგა. პირველ ტაიმში ერთი გოლი ვნახეთ, კერძოდ, ტორპედოელთა ნახევარმცველმა ცოტნე ფაცაციამ შორიდან გამოზომილი დარტყმით გაუტანა რამან სციაპანაუს. მანამდე სციაპანაუმ ურთულესი ბურთები მოიგერია.
მეორე ტაიმი “გაგრას” შეტევებით დაიწყო და კარგ კომბინაციას მოჰყვა გიორგი პაპუაშვილის შესრულება. 1:1.
75-ე წუთზე “ტორპედო” მეორედ დაწინაურდა. ისევ კარგი კომბინაცია ვნახეთ, გიორგი კოხრეიძემ ჩააწოდა და ფელიპე პირესმა ახლოდან გადაგზავნა ბურთი კარში – 1:2.
erovnuliliga.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში