„ლიონის“ ყოფილი თავდამსხმელი ალექსანდერ ლაკაზეტი, რომელიც საუდის არაბეთის „ნეომში“ თამაშობს, გიორგი მიქაუტაძით აღფრთოვანებულია, რამეთუ ის ფრანგული კლუბის ფინანსური ინტერესების გამო გადავიდა „ვილიარეალში“.
„ეს ძალიან მაგარია, რაც მან გააკეთა. კლუბის გადასარჩენად წასვლაზე დათანხმდა… იმედი მაქვს, „ვილიარეალში“ დიდ წარმატებებს მიაღწევს და მომავალში „ლიონში“ დაბრუნებას შეძლებს“, – ციტირებს ლაკაზეტს „ეკიპი“.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ლაკაზეტმა „ოლიმპიკის“ ყოფილი პრეზიდენტის ჯონ ტექსტორის საქმიანობის შეფასება არ ისურვა: „მასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება მაქვს, თუმცა ვამჯობინებ თავი შევიკავო“.
შეგახსენებთ, „ვილიარეალმა“ მიქაუტაძე 31+5 მილიონ ევროდ შეიძინა, რაც ამ კლუბის სატრანსფერო რეკორდია.
კვარაცხელიასა და მიქაუტაძეს შიდა ასპარეზზე პირველი გოლი სურთ – არშემდგარი ქართული დუელი
დე ლაურენტისი: “კვარას” უფასოდ წასვლის სიამოვნებას ვერ მივანიჭებდი – წმინდა იანუარი დაგვეხმარა
[VIDEO] ქოჩორაშვილის დებიუტი და საგოლე პასი ჩემპიონთა ლიგაზე – “სპორტინგმა” “კაირატს” სძლია
ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა
“ტოტენჰემთან” მატჩში “ვილიარეალის” სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მიქაუტაძის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე – “ვილიარეალის” მარცხი, “რეალის” და “ყარაბაღის” გამარჯვებები და რვაგოლიანი მატჩი ტურინში
[VIDEO] გასაძევებელი იყო თუ არა მიქაუტაძის წაქცევისთვის ვან დე ვენი და როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
კვარაცხელიასა და მიქაუტაძეს შიდა ასპარეზზე პირველი გოლი სურთ – არშემდგარი ქართული დუელი
Fútbol Fantasy: მიქაუტაძის 168 წუთი და 0 დარტყმა
ხვიჩა ლიგაზე ნაცნობი მეტოქით და მსაჯით იწყებს – მიქაუტაძე დღეს გატანას ლონდონში ეცდება
სტივენ ჯერარდი “არსენალის” დამარცხებაში მესუთ იოზილს ადანაშაულებს
