პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. შეხვედრა შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში შედგა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა საქართელოს მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ევროპული მისწრაფებებთან თანხვედრაში იმოქმედოს.
“ქალბატონო პრეზიდენტო, მადლობას გიხდით თქვენი ლიდერობისთვის და ღრმა პატივისცემას გამოვხატავ საქართველოს ევროპულო მომავლისადმი თქვენი ერთგულების გამო. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ამ გზას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას იმოქმედოს საქართველოს ევროპული მისწრაფებებთან თანხვედრაში”, – დაწერა ფონ დერ ლაიენმა X-ზე.