ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ 2 300 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუამ 2 300 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 10 ივლისს გაიმართა. გირგორიადისს შინაგან საქმეთა სამინისტრო წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
პოლიციამ 14 მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. გრიგორიადისმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი 16 მაისს დატოვა. მისი თქმით, დაკავებისას პოლიციელები მას ურტყამდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
ლაზარე გრიგორიადისმა, რომელიც გასული წლის 7-8 მარტის აქციებშიც მონაწილეობდა, ციხე პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ დატოვა. მას სასამართლომ 12 აპრილს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ამ თემაზე წაიკითხეთ: რა შეუსაბამობები იყო ს საქმეში

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

მეუფე შიო – ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა