ლაზარე გრიგორიადისს ვიზუალურად აღენიშნება ნაკაწრები, შეშუპება, სიწითლე – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ომბუდსმენის რწმუნებულები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ თბილისის სამ იზოლატორში და შეხვდნენ 15 მაისის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 16 პირს.
“სამი მათგანი მიუთითებს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე/არასათანადო მოპყრობაზე, რის თაობაზეც სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ეფექტიანი გამოძიების ჩატარების მიზნით.
მათ შორის, არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს , რომელსაც ვიზუალურად აღენიშნება ნაკაწრები, შეშუპება, სიწითლე.
სახალხო დამცველის აპარატი განახორციელებს გამოძიების მონიტორინგს.
აპარატი აგრძელებს სხვა დაკავებულების ადგილსამყოფელის დადგენას, მათი მონახულებისა და უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირების მიზნით” – ნათქვამია განცხადებაში.
ლაზარე გრიგორიადისს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან.
“თუმცა, ყველამ ნახა ის კადრები, მსგავს ადმინისტრაციულ დარღვევას ადგილი იქ არ ჰქონია. დაკავების დროს მოხდა ლაზარეზე ფიზიკური ანგარიშსწორება. აქვს დაზიანებები სახის და თავის არეში. აქვს თავის ტკივილები. ასევე, ხელები აქვს დაზიანებული”. – უთხრა ადვოკატმა ეკა ქობესაშვილმა მთავარ არხს.