ს დედა – მჯერა, რომ პრეზიდენტი ლაზარეს შეიწყალებს

მარტის აქციებზე დაკავებული, 21 წლის ს დედას, თამთა კალანდაძეს სჯერა, რომ პრეზიდენტი, მის შვილს შეიწყალებს.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადა, სადაც ოჯახის წევრებმა და უფლებადამცველებმა პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თხოვნით მიმართეს.
„დღეს ვიმყოფებით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ჩვენ მივმართავთ მას ლაზარეს შეწყალების თაობაზე. როგორ იმოქმედებს პრეზიდენტი, მე ამაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ მჯერა, რომ ის ლაზარეს შეიწყალებს“, – განაცხადა თამთა კალანდაძემ.
კითხვაზე, იყო თუ არა ს მხრიდან ლაზარე გრიგორიადის შესაძლო შეწყალების თაობაზე რაიმე მინიშნება, დედამ უპასუხა, რომ არაფერი ყოფილა.
„ჩვენ კომუნიკაცია არ გვქონია, უბრალოდ, მას ეს საკითხი მიაწოდეს და ინფორმირებულია“, – განაცხადა თამთა კალანდაძემ.
მან აღნიშნა, რომ სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ელოდა.
ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა.

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა უკრაინას რთული გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა დაეხმაროს – უკრაინისთვის ძნელია, მაგრამ დიდი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, უნდა აღმოვფხვრათ ბოროტება

ლევან მახაშვილი – პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში მიმდინარე ფორუმზე „ოკუპაცია“ ახსენა იმ სიღრმით და იმ ხარისხით, რაც საჭირო იყო ამ კონფერენციაზე სათქმელად – ფორუმის მიზანი არ ყოფილა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გარკვევა