ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი პროცესი ისევ გადაიდო

ლაზარე გრიგორიადისის, დასკვნითი სასამართლო პროცესი, რომელიც ორშაბათს, 26 თებერვალს უნდა გამართულიყო, გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას გრიგორიადისის დედა თამთა კალანდაძე იუწყება.
მისივე ცნობით, პროცესის გადადების მიზეზი ისაა, რომ მოსამართლე შვებულებაშია.
გრიგორიადისის პროცესი 26 თებერვლამდე მოსამართლე ზვიად შარაძემ 15 იანვარს მიიღო. მან მორიგი პროცესის ასე გვიან დანიშვნის მიზეზად მოსამართლემ დატვირთული გრაფიკი დაასახელა. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ გადადების ნაბიჯი სინამდვილეში პროცესის გაჭიანურებას ისახავს მიზნად:
„ზოგადად, პროცესი ჭიანურდებოდა. წინა პროცესზე ჩვენ ბრალდების მხარეს ყველა დარჩენილი მტკიცებულება უდავოდ გავუხადეთ, რაც, რა თქმა უნდა, სწრაფ მართლმსაჯულებას ემსახურებოდა. დღეს ჩვენი მოწმეები უნდა დაკითხულიყვნენ, თუმცა დაცვის მხარემ, დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, მოგვეხსნა მოწმეები დასაკითხთა სიიდან. რაც შეეხება დასკვნით სიტყვებს, ჩვენ გვინდოდა დროულად დაგვესრულებინა პროცესი, მაგრამ მოსამართლემ დატვირთული გრაფიკი მოიმიზეზა და შემდეგი სხდომა 26 თებერვალს დანიშნა“, — აცხადებს ს ადვოკატი თათია მანიჟაშვილი.
მისი თქმით, მომდევნო სხდომაზე მხარეები სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით უნდა წარდგნენ, რის შემდეგაც განაჩენი უნდა გამოცხადდეს. გრიგორიადისის ადვოკატის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ლაზარეს გაამტყუნებს, დაცვის მხარე ყველა სამართლებრივ ბერკეტ გამოიყენებს, მათ შორის, მიმართავენ სააპელაციო სასამართლოსაც.
ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა, გია კალანდაძე მიიჩნევს, რომ პროცესის გაჭიანურების მიზეზი ლაზარეს დასჯა და იმ ნაბიჯების დროში გაჭიანურებაა, რაც დაცვის მხარემ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემთხვევაში უნდა გადადგას.
21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 2023 წლის 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და -ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გარდა ამისა, ლაზარე გრიგორიადისს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეფარდებული აქვს მამის დაჭრის საქმეზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”