ლაზარესთან ივანიშვილის სპეცსამსახურებს დიდი ჩავარდნა მოუვიდათ – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ლაზარე გრიგორიადისზე წერს:
ლაზარეს შემთხვევაში ივანიშვილის სპეცსამსახურებს აშკარად დიდი ჩავარდნა მოუვიდათ ეს ბიჭი, რომელიც მათი მოკლე ჭკუით, პროტესტის უსიმპათიო სიმბოლო უნდა ყოფილიყო, თავისი მიხატული თვალებითა და არაქართული გვარით, სინამდვილეში შეუძლებელია არ მოგეწონოს თავისი განსაკუთრებული სილაღითა და სისუფთავით. ქართველების უმრავლესობას ადვილად შეუძლია მის ოჯახთან გაიგივება – ემიგრაციაში წასული ბებიითა და დედით, ბაბუის ამარა დარჩენილი ახალგაზრდით. ჩემთვის გამაოგნებელია მისი მსჯელობის სიმწიფე. ნამდვილად ძალიან ბევრ პოლიტიკოსს ჩაგვისვამს ჯიბეში.

ასევე დაგაინტერესებთ