ლავროვს ერევანში საპროტესტო აქციით დახვდნენ

ლავროვი ერევანში 20 მაისს, საღამოს ჩავიდა, მირზოიანს კი დღეს, 21 მაისს შეხვდა.
რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს პარტიების, „რესპუბლიკისთვის“ და „ევროპული პარტიის“ ლიდერებმა და უფლებადამცველებმა.
მათ თან ჰქონდათ სომხეთის და ევროკავშირის დროშები და რუსეთის პრეზიდენტ პუტინის და საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის ფოტოები, წარწერით: „მკვლელები“. პოლიციამ აქციის მონაწილეებს მოსთხოვა სამინისტროს შენობის მოპირდაპირე ტროტუარზე გადასვლა, რამაც მათი უკმაყოფილება გამოიწვია.
საპროტესტო აქციის შესახებ გავრცელებულ ცნობაში რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასმა” აქციის მონაწილეები „ანტირუს პროვოკატორებად” მოიხსენია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი თარგამაძე: საზეიმო სურათის მიღმა მძიმე რეალობაც დგას: წელს ათასობით აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში საერთოდ ვერ მოხვდა. ხოლო მათ, ვინც სტუდენტი გახდა, სწავლა უკვე ბევრად გაუარესებულ გარემოში მოუწევთ (ვიდეო)