ლავროვს ერევანში აქციით დახვდნენ

სომხეთში დედაქალაქში სამუშაო ვიზიტით ჩასულ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვს აქციით დახვდნენ.
რუსული მედიის ცნობით, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან, რა დროსაც სამინისტროში მიმდინარეობდა რუსეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების — სერგეი ლავროვისა და არარატ მირზოიანის — შეხვედრა, “ანტირუსი პროვოკატები პოლიციამ განარიდა”.
“აქციის მონაწილეები ეკუთვნოდნენ ანტირუსულ მარგინალურ პარტიას “რესპუბლიკისთვის” და ისინი სკანდირებდნენ სლოგანებს რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ.პოლიციამ აქციის მონაწილეები შენობის მეორე მხარეს გადაადგილა და სამინისტროსკენ მისასვლელი გზა პოლიციის ავტობუსებით გადაკეტა. მიუხედავად ამისა, აქტივისტები შენობასთან ახლოს დარჩნენ და პოლიცია მათ მოლაპარაკებების ადგილზე მიახლოების უფლებას არ აძლევს. სიტუაცია სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდია”, – წერს რუსული სააგენტო tass.
ლავროვი სომხეთში 20 მაისს ჩავიდა, 21 მაისს ის მოლაპარაკებებს აწარმოებს მირზოიანთან, დაგეგმილია ასევე შეხვედრები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: საქართველოს დავოსში არმიწვევა ნიშნავს, რომ ქვეყანა არის სხვა სახელმწიფოს სატელიტი და “რა საჭიროა?” – ნახეთ ზანგეზურის დერეფანი, ტრამპის მარშრუტი, ალიევის განცხადება, ამ ყველაფრიდან ამოვარდნილი ვართ, აღარ ვართ საინტერესო

ნუგზარ წიკლაური: იცნობთ ქვეყანას სამყაროში, სადაც ფასებს სუს-ი არეგულირებს? გვახსოვს ბრეჟნევის კარაქის, ყველის და პურის ტალონები, აქეთკენ მიდის „ოცნება“ – დებატებზე კი არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობა და „უქარქაშო ხმლები“ „ხალხის ძალის“ სახით დასხდნენ