ლავროვმა შამბას „აფხაზეთის გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის“ დღე მიულოცა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოკუპირებული ს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი შამბას, მოსკოვში შეხვდა. მან დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელს მიულოცა „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის“ დღე, რომელიც სოხუმში 30 სექტემბერს აღნიშნეს.
„ჩვენ გავაგრძელებთ აფხაზეთისთვის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში დახმარებას… გაფორმებული შეთანხმებების შესაბამისად აფხაზეთთან თანამშრომლობას გავაგრძელებთ მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებაში“, – თქვა მან.
ლავროვმა აღნიშნა სირიასა და ნიკარაგუაში სა და აფხაზეთის დიპლომატიურ მისიებს შორის ყოველდღიური თანამშრომლობის შესახებ.
„პრინციპული პოზიცია გვაქვს ჟენევაში სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ დისკუსიებში და ხელს ვუწყობთ ხელშეკრულების გაფორმების საკითხის წამოწევას, რომელიც რეალობის აღიარების საფუძველზე საიმედოდ დაიცავს უსაფრთხოებას, სტაბილურობას ამ რეგიონში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ჩათვლით“, – დაამატა მან.
სერგეი ლავროვმა „ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ“ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ დოკუმენტზე საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ სხვა, სამუშაო პროცესში მყოფი დოკუმენტებიც ოპერატიულად იქნება შეთანხმებული. მოსკოვმა სადავო პროექტების შეთანხმების მოთხოვნით 1 სექტემბრიდან შეაჩერა ოკუპირებული აფხაზეთის დაფინანსება.
ლავროვი დღეს, 4 ოქტომბერს, ასევე შეხვდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელს. გარდა ამისა, სამმხრივი შეხვედრა შედგა ლავროვსა და რუსეთის მიერ ოკუპირებული, საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრებთან. შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ 2008 წლიდან მიღებული გადაწყვეტილება, „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ, არ გადაიხედება“.
მანამდე საქართველოს ხელისუფლებამ დადებითად შეაფასა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება რუსეთის მზაობაზე, დაეხმაროს თბილისს “მეზობლებთან”, “აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან”, დაახლოებაში. პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, თბილისის მერი მიიჩნევს, რომ „განცხადების პარალელურად უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები“ და „იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, თუნდაც დავიწყოთ ლაპარაკი სამოქმედო გეგმის შექმნაზე, რომ მოხდეს დეოკუპაცია, ჯარების გაყვანა“.
სოხუმსა და ცხინვალში, კალაძის სიტყვების კომენტირებისას, კვლავ მოუწოდეს საქართველოს, აღიაროს “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა” და ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტს.
რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონსტანტინ ზატულინმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო НСН-ს რამდენიმე დღის წინათ განუცხადა, რომ რუსეთი არ გაიყვანს ჯარებს ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან და არ განიხილავს საქართველოსთვის მათ დაბრუნებას.
რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის, ამჟამად ოკუპირებული აფხაზეთისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცნო.

ასევე დაგაინტერესებთ