რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ხვალ თურქეთში ჩავა. როგორც „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, ლავროვი თურქეთში უკრაინის ომის დასრულების თაობაზე აშშ-ის ოფიციალურ პირებთან გამართული მოლაპარაკებების განსახილველად და ასევე იმის გასარკვევად ჩავა, თუ როგორ შეუძლია ანკარას ამ პროცესში წვლილის შეტანა.
ლავროვის ვიზიტი ემთხვევა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის სამი წლის თავს. ამასთან, წყაროს თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასა და სირიაში არსებულ ვითარებას განიხილავს.
თურქულმა წყარომ განაცხადა, რომ მხარეები განიხილავენ ნაბიჯებს „დიპლომატიური ძალისხმევით სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად, აშშ-სა და რუსეთს შორის ბოლოდროინდელ კონტაქტებს და წვლილს, რომელიც თურქეთს შეუძლია, შეიტანოს ამ პროცესში“.
წყარო: 1 არხი
