ლავროვი ტრამპს მიიჩნევს მსოფლიოში ერთადერთ ლიდერად, რომელიც რუსეთის ნარატივს იზიარებს

რუსეთი მზად არის უკრაინის შესახებ შეერთებულ შტატებთან შეთანხმების მისაღწევად, თუმცა ზოგიერთი ელემენტი დასამუშავებელია. ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა ამერიკულ ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში, რომლის სრული ვერსია ეთერში კვირას, 27 აპრილს გავა.
ინტერვიუს იმ ნაწილიდან, რომელიც ტელეარხმა 24 აპრილს გამოაქვეყნა, არ ჩანს, რა ელემენტებს გულისხმობს ლავროვი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, -ის პრეზიდენტი სამართლიანად მიიჩნევს, რომ „სწორი მიმართულებით მოძრაობენ“.
ლავროვის შეფასებით, ტრამპი მსოფლიოში, ალბათ, ერთადერთი ლიდერია, რომელმაც აღიარა შექმნილი სიტუაციის „ძირეული მიზეზების“ აღმოფხვრის აუცილებლობა. კერძოდ, ლავროვის თქმით, ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოში უკრაინის მიღების განზრახვა იყო ბაიდენის ადმინისტრაციის შეცდომა, რომლის გამოსწორება სურს.
რუსეთის ნარატივია, რომ ში ფართომასშტაბიანი შეჭრა აუცილებელი იყო ამ ქვეყნის „დენაციფიკაცია-დემილიტარიზაციისა” და ნატოში გაწევრების აღსაკვეთად.
დასავლეთის მედიასაშუალებების ინფორმაციით, უკრაინაში ომის დასასრულებლად პრეზიდენტ ს ადმინისტრაციის მიერ მომზადებული გეგმის პუნქტებს შორისაა რუსეთის მიერ ს ანექსიის დე-იურედ აღიარება აშშ-ის მხრიდან, უკრაინაში ფრონტის ხაზის გაყინვა და უარი ნატოში გაწევრებაზე.
უკრაინის ხელისუფლებას არაერთხელ უთქვამს, რომ არ მიიღებს ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული უსაფრთხოების საწინააღმდეგო შეთანხმებებს.
· რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
· პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
· უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
· 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
· 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
· პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.
· უკრაინას, რომელმაც არაერთხელ თქვა, რომ თავისი ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებას არ აპირებს, მიზნებად გამოცხადებული აქვს ნატოსა და ევროკავშირის წევრობა და უსაფრთხოების მყარი, საერთაშორისო გარანტიების მიღება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა