ლავროვი: რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების ვატიკანში გამართვა „არაელეგანტური” იქნება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარეალისტურად მიიჩნევს უკრაინის წარმომადგენლებთან ვატიკანში შეხვედრას. ამის შესახებ დღეს, 23 მაისს იუწყება რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“.
სააგენტოს ცნობით, მოსკოვში, „ისტორიული სამხრეთრუსული მიწებისადმი“ მიძღვნილ კონფერენციაზე გამოსვლისას ლავროვმა განაცხადა, რომ „ცოტა არაელეგანტურიცაა“ მართლმადიდებელი ქვეყნები კათოლუკურ მოედანზე განიხილავდნენ კონფლიქტის მიზეზების აღმოფხვრას, რომელთა შორისაა უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის „განადგურებაც”.
რომის პაპმა ლეო XIV-მ 14 მაისს განაცხადა, რომ მზად არის უკრაინისა და რუსეთის პირისპირ მოლაპარაკებას უმასპინძლოს. მოლაპარაკების პოტენციურ ადგილად დაასახელეს -ის და ევროპის სახელმწიფოების წარმომადგენლებმაც.
გამოცემა Bloomberg-ის წყაროთა ცნობით, რუსეთს უკრაინასთან ტექნიკური მოლაპარაკებების გაგრძელება ისევ სტამბოლში სურს.
მოლაპარაკებების პროცესში ვატიკანის შესაძლო ჩართვა არ მოსწონს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც რომის კათოლიკურ ეკლესიას უკრაინაში „ისტორიულ მეტოქედ“ მიიჩნევს.
16 მაისს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკება გაიმართა თურქეთის ქალაქ სტამბოლში. მხარეები შეთანხმდნენ ტყვეთა გაცვლაზე პრინციპით: 1000/1000.
22 მაისს ცნობილი გახდა, რომ მხარეებმა ერთმანეთს გადასცეს სამხედრო ტყვეების სიები.
სტამბოლში -რუსეთის მოლაპარაკებიდან სამ დღეში, 19 მაისს -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ამ საუბრის შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინულ მხარეს შესთავაზებს მემორანდუმს მომავალი, შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე, რომელშიც განსაზღვრული უნდა იყოს გარკვეულ პოზიციები.
როგორც პუტინმა თქვა, მაგალითად, კონფლიქტის მოგვარების პრინციპები, სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო ვადები და ა.შ. მათ შორის გარკვეული ვადით ცეცხლის შეწყვეტა შესაბამისი შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: საქართველოს დავოსში არმიწვევა ნიშნავს, რომ ქვეყანა არის სხვა სახელმწიფოს სატელიტი და “რა საჭიროა?” – ნახეთ ზანგეზურის დერეფანი, ტრამპის მარშრუტი, ალიევის განცხადება, ამ ყველაფრიდან ამოვარდნილი ვართ, აღარ ვართ საინტერესო

ნუგზარ წიკლაური: იცნობთ ქვეყანას სამყაროში, სადაც ფასებს სუს-ი არეგულირებს? გვახსოვს ბრეჟნევის კარაქის, ყველის და პურის ტალონები, აქეთკენ მიდის „ოცნება“ – დებატებზე კი არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობა და „უქარქაშო ხმლები“ „ხალხის ძალის“ სახით დასხდნენ