ლავროვი: რუსეთი და აფხაზეთი ერთმანეთის მრავალსაუკუნოვანი მოკავშირეები არიან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოსკოვში, ოკუპირებული ს ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ოლეგ ბარციცს შეხვდა და მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.
“რამდენადაც ვიცი, ეს თქვენი პირველი ვიზიტია რუსეთში 2025 წლის აპრილში დანიშვნის შემდეგ. ჩვენ უკვე გამოგიგზავნეთ მილოცვები, მაგრამ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პირადად გისურვოთ წარმატებები თქვენს ახალ თანამდებობაზე აფხაზეთის რესპუბლიკის საკეთილდღეოდ.
გვახსოვს, რომ თქვენ საკმაოდ დიდი დრო გაატარეთ რუსეთში სავაჭრო წარმომადგენლად მუშაობისას. ჩვენი ვაჭრობა ყოველწლიურად იზრდება, ნაწილობრივ მოსკოვში თქვენი სავაჭრო მისიის წვლილის წყალობით”, – თქვა ლავროვმა.
ს საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთი ერთმანეთის მრავალსაუკუნოვანი მოკავშირეები არიან და რომ ახალა ისინი საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის სივრცის შექმნაზე მუშაობენ.
“ვენ ვახდენთ აფხაზეთისა და რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური კანონმდებლობის კოორდინაციას, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ არსებული რესურსები და დავეხმაროთ აფხაზეთის რესპუბლიკაში საპენსიო, ჯანდაცვის, განათლებისა და სხვა სფეროებში ხელშესახები შედეგების მისაღწევად”, – თქვა მან.