ლავროვი ოკუპირებულ ცხინვალზე: 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ს განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალთან დაკავშირებით “2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება”. ამის შესახებ მან ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან ახსარ ჯიეოვთან შეხვედრისას თქვა.
“გავაგრძელებთ ჩვენი მეგობრების დახმარებას უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, სოციალურ-ეკონომიკური სფეროს განვითარებაში, სახელმწიფოს განმტკიცებაში, როგორც ეს გათვალისწინებული ორმხრივი შეთანხმებებით. ჩვენთვის გზა მხოლოდ წინ მიდის – 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება”, – თქვა ლავროვმა.
ლავროვმა “პრინციპული პოზიციისთვის” ში ს აგრესიასთან დაკავშირებით ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მინისტრს მადლობა გადაუხადა. გარდა ამისა, იგი დისკუსიებიდან ჟენევიდან სხვა ქალაქში გადატანას შეეხო.
“მჭიდროდ ვმუშაობთ ჩვენს აფხაზ მეგობრებთან ერთად ამიერკავკასიაზე კონსულტაციების ფარგლებში, რომელიც ბოლო დრომდე ტარდებოდა ჟენევაში. ახლა ვნახავთ, სად არის უფრო მოსახერხებელი ამ ტიპის შეხვედრის ორგანიზება”, – განაცხადა მან.
28 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, საქართველოს “მეზობელ ქვეყნებთან” – აფხაზეთთან და “სამხრეთ ოსეთთან” ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს, “თუკი თავად ქვეყნები დაინტერესდებიან, მათ შორის, თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფის კუთხით”. თავის განცხადებაში ლავროვმა ქართული ოცნება ისევ შეაქო.
მეორე დღეს აღნიშნულ განცხადებას განცხადებას ქართული ოცნების გენერალური მდივანი, თბილისის მერი გამოახმაურა და აღნიშნა, რომ “ხელისუფლება მას პოზიტიურად აფასებს”. კალაძემ ასევე თქვა, რომ “[რუსეთის] განცხადებებთან ერთად კარგი იქნებოდა უკვე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა”.
ამავე დროს, რუსეთში განმარტეს, რომ რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანას არ განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ