ლავროვი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. მინისტრებს შეხვდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება. ლავროვის, შამბასა და ჯიოევის შეხვედრა 4 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
“მინისტრები ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს და საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგს, ორმხრივი ინტერესის საკითხებს განიხილავენ. სამმხრივ მოლაპარაკებებზე ყურადღება გამახვილდება საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე სისტემის ტრანსფორმაციაზე, ასევე რეგიონულ უსაფრთხოებაზე, აქცენტი გაკეთდება ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიების ფარგლებში მიდგომების კოორდინაციაზე”, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი თარგამაძე: ჰოე! სუს-იიიი! რაც გამოვედი, მთელი საქოცეთი, უფროსობიდან დაწყებული, პრობაციის სამსახურით, საზღვრის ხალხით დამთავრებული დამტრიალებთ თავს, დღეს გამთენიას აეროპორტში ეს ფურცელი და ჩასასხდომი ბარათები თორმეტჯერ გადაიღეს და რას მატრაბაზობთ, რას ვერ მპოულობთ