ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს, 24 სექტემბერს ჩავიდა ნიუ-იორკში, სადაც მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაში.
ს სამთავრობო თვითმფრინავმა ამჯერადაც გვერდი აუარა იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც ში ომის გამო რუსეთის სამოქალაქო ავიაციისთვის საჰაერო სივრცე დახურული აქვთ.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის” კორესპონდენტის ცნობით, ლავროვის და მისი თანმხლები პირების თვითმფრინავი მოსკოვიდან შეერთებულ შტატებში ჩრდილოეთის გზით ჩავიდა 11 საათსა და 40 წუთში.
ლავროვი იმ რუს მაღალჩინოსნებს შორისაა, რომელთა წინააღმდეგ -ის სავიზო სანქციებიც მოქმედებს, მაგრამ როცა საქმე ეხება გაეროს, მას შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლას არ უკრძალავენ, რადგან ამ შემთხვევაში ითვლება გაეროს და არა ოფიციალური ვაშინგტონის სტუმრად.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ს ინფორმაციით, 24 სექტემბერს ნიუ-იორკში დაგეგმილია სერგეი ლავროვის შეხვედრა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან.
27 სექტემბერს ლავროვი სიტყვით გამოვა გაეროს გენერალური ასამბლეის პოლიტიკურ დისკუსიაზე.
ნიუ-იორკში იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი .
ფორუმი