ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა | მან ისევ გვერდი აუარა “არამეგობრულ ქვეყნებს”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნიუ-იორკში ჩავიდა, სადაც მონაწილეობას მიიღებს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში, რომელზეც ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაზე უნდა იმსჯელონ.
სახელმწიფო მედია TASS წერს, რომ მინისტრის თვითმფრინავმა ამჯერადაც გვერდი აუარა “არამეგობრულ ქვეყნებს” და ჩრდილოეთ მარშრუტის გავლით -ში 12 საათსა და 45 წუთში ჩაფრინდა.
ლავროვის ვიზიტი 22-დან 24 იანვრამდე გაგრძელდება. რუსეთის საგარეო ამბობს, რომ იქნება რამდენიმე ორმხრივი შეხვედრაც, თუმცა ვისთან და რა საკითხზე, დაკონკრეტებული არაა.