ლავროვი ნიუ-იორკში ისევ გრძელი გზით ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა ნიუ-იორკში, სადაც მონაწილეობას მიიღებს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში. 1 ივლისიდან , როტაციის წესით, ერთი თვით გახდა საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა.
კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასის“ ცნობით, ლავროვის თვითმფრინავმა გვერდი აუარა „არამეგობრულ ქვეყნებს“ და მოსკოვიდან ნიუ-იორკამდე ჩრდილოეთის გზით 12 საათზე მეტხანს იფრინა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის და უშიშროების საბჭოს სხდომებზე დასასწრებად ნიუ-იორკამდე ამ გზით ჩავიდა 2023 წელს და 2024 წლის იანვარშიც.
რუსეთს „არამეგობრულ ქვეყნებად“ გამოცხადებული ჰყავს სახელმწიფოები, რომლებმაც უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო სანქციები დაუწესეს. მათ შორის, რუსულ თვითმფრინავებს აუკრძალეს თავიანთ საჰაერო სივრცეში მიმოსვლა.
რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე იყო 2023 წლის აპრილშიც. მოსკოვმა ამ სტატუსით მაშინაც ისარგებლა და საბჭოში გამართა სხდომები საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის თავმჯდომარეობით. უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს სათავეში ჩაუდგა „ტერორისტი სახელმწიფო”, რაც ცხადყოფს, რომ საჭიროა საბჭოს რეფორმირება.
უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო, სერგეი ლავროვი -ის მიერ სანქცირებულთა შორისაა, თუმცა, როცა საქმე ეხება გაეროს, მას შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლას არ უკრძალავენ, რადგან ამ შემთხვევაში ითვლება გაეროს და არა ოფიციალური ვაშინგტონის სტუმრად.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 16 ივლისს, ლავროვი გაეროს უშიშროების საბჭოში უხელმძღვანელებს დებატებს თემაზე, „მრავალმხრივი თანამშრომლობა უფრო სამართლიანი, დემოკრატიული და მდგრადი მსოფლიოსთვის“, ხოლო 17 ივლისს მონაწილეობას მიიღებს სხდომაში, რომელიც ახლო აღმოსავლეთში არსებულ სიტუაციას ეძღვნება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ლავროვი გამართავს ორმხრივ შეხვედრებსაც, რომელთა დღის წესრიგშია „უკრაინის კრიზისიც“. ვის შეხვდება ლავროვი, წინასწარ დაკონკრეტებული არ ყოფილა.
1 ივლისს რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა სამხრეთ კორეისგან გადაიბარა. გაეროს წესდებით, საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა თვეში ერთხელ იცვლება ინგლისური ანბანის მიხედვით.
უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრია რუსეთი, ჩინეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, რომლებიც ვეტოს უფლებით სარგებლობენ. საბჭოს დანარჩენ ათ წევრს ორი წლით, ფარული კენჭისყრით ირჩევენ.