ლავროვი ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრებზე დასასწრებად ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც ის გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება. საბჭოზე სა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ.
ს ახალი ამბების სააგენტო TASS-ის ცნობით, ლავროვის თვითმფრინავი მოსკოვიდან აფრინდა და “არამეგობრული სახელმწიფოების გვერდის ავლით”, 12 საათსა და 45 წუთში დაფრინდა -ში.
რუსეთის სამთავრობო სააგენტო წერს, რომ ლავროვის თანმხლები ჟურნალისტებისთვის გადაადგილების საშუალება 25 მილით შემოუსაზღვრავთ, განსხვავებით სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის დროს ვიზიტისგან.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ საბჭოს სხდომის გარდა, ლავროვი ორმხრივ შეხვედრებშიც მიიღებს მონაწილეობას, თუმცა არ კონკრეტდება ამ შეხვედრების არც მონაწილეები და არც შინაარსი. ლავროვის ვიზიტი ნიუ-იორკში 24 იანვრამდე გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ევროსაბჭოს მონიტორინგის მისიის დაინტერესების საფუძველზე, აღვნიშნე, რომ ხელისუფლება დიდ სამუშაოს ატარებს, რათა ევროკავშირში ინტეგრაციის რეალური, არსებითი ნაბიჯები დროულად იქნეს გადადგმული

გიგი წერეთელი – პოლიტიკურ ოპონენტებზე – გიორგი გახარიაზე, ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება დამახასიათებელია ავტოკრატიული რეჟიმებისთვის და ამას არ შეეგუება არც ჩვენი მოქალაქეები და არც საერთაშორისო საზოგადოება