ლავროვი იმეორებს, რომ მზადაა, ახლო აღმოსავლეთში ომის მხარეებს უშუამავლოს

REUTERS/Turar Kazangapov/File Photoრუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მზადაა, წვლილი შეიტანოს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის “მშვიდობიანი გზით” მოგვარებაში. რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, ამის შესახებ ლავროვმა ეგვიპტელ კოლეგასთან სატელეფონო ზარის დროს ისაუბრა.
სამინისტროს განცხადების მიხედვით, ლავროვმა დაადასტურა “რუსეთის მზადყოფნა, რომ ყოველგვარი დახმარება გაიღოს ახლო აღმოსავლეთში არსებული წინააღმდეგობების მშვიდობიანი გზით აღმოფხვრაში, ყველა რეგიონული სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით, და ყოველგვარი ორმაგი სტანდარტების გარეშეც კი.”
ცნობისთვის, კრემლმა -ს ირანთან შუამავლობა მარტის დასაწყისშიც შესთავაზა. -ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 9 მარტს რეპორტიორებთან საუბრისას აღნიშნა, რომ პუტინს ირანის კონფლიქტის მხრივ “დახმარება სურდა”, მაგრამ ტრამპის თქმით, მან რუსეთის ლიდერს უთხრა, რომ უფრო მეტად დახმარება “-რუსეთის ომის დასრულებით” შეეძლო.
ამავდროულად, გამოცემა Axios წერდა, რომ პუტინმა ტრამპს სატელეფონო საუბრის დროს ირანიდან გამდიდრებული ურანის რუსეთში გატანაც შესთავაზა, რაზეც აშშ-ს პრეზიდენტისგან მორიგი უარი მიიღო.
Axios: ტრამპმა უარი თქვა პუტინის შეთავაზებაზე, რუსეთში გაეტანათ ირანის გამდიდრებული ურანი
ამას გარდა, 2 მარტს პუტინმა სატელეფონო საუბრები გამართა არაბულ სახელმწიფოებთანაც და მათ რუსეთ-ირანის კავშირების გამოყენება შესთავაზა ახლო აღმოსავლეთში ვითარების დეესკალაციისთვის.
პუტინმა არაბულ ქვეყნებს ირანთან შუამავლობა შესთავაზა რეგიონში სიმშვიდის აღსადგენად