ლავროვი: ბაქო მზად არის, ერევანთან სამშვიდობო ხელშეკრულება რუსეთის ტერიტორიაზე გააფორმოს, ერევნის პოზიცია უცნობია

ბაქო მზად არის, ერევანთან გააფორმოს სამშვიდობო ხელშეკრულება ს ტერიტორიაზე, ს პოზიცია უცნობია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„დასავლეთის ქვეყნებს სურთ, სომხეთს და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება მათ ტერიტორიაზე გაფორმდეს. ფაქტია, აზერბაიჯანი მზადაა ხელი მოაწეროს მას რუსეთის ტერიტორიაზე, სადაც, ფაქტობრივად, დაიწყო კონფლიქტის დასრულების მცდელობები. არ ვიცი რამდენად მზადაა ერევანი ამისთვის, თუმცა შესაბამისი სიგნალები დიდი ხანია გაიგზავნა სომხეთის დედაქალაქში“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.