ლავროვი -ის ბირთვული გამოცდების განახლებაზე ტრამპის განცხადებაზე განმარტებებს ითხოვს

ლავროვის თქმით, მოსკოვს ამ დრომდე არ მიუღია არანაირი ახსნა დიპლომატიური არხებით შეერთებული შტატებისგან იმის შესახებ, თუ რას გულისხმობდა ტრამპი ბირთვული გამოცდების განახლების ხსენებისას.

“გაუგებარია, ის გულისხმობდა ბირთვული იარაღის მატარებლების გამოცდებს, ე.წ. სუბკრიტიკულ გამოცდებს, თუ ფაქტობრივად გულისხმობდა, რომ ვაშინგტონი აპირებს სრულმასშტაბიანი ბირთვული გამოცდების განახლებას…

ვაშინგტონის წარმომადგენლების საჯარო სივრცეში გამოჩენილი კომენტარები, როგორც ჩანს, მიუთითებს იმაზე, რომ არ არსებობს ერთიანი გაგება იმისა, თუ რას გულისხმობდა -ის პრეზიდენტი”, – თქვა ლავროვმა.

ცნობისთვის, ტრამპმა პენტაგონს დაავალა, დაუყოვნებლივ განაახლოს ბირთვული იარაღის გამოცდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ფრთოსანი რაკეტა “ბურევესტნიკი” იქნა გამოცდილი.

მოგვიანებით ტრამპის ადმინისტრაციამ დააზუსტა, რომ ბირთვული იარაღის ტესტები ფაქტობრივ ბირთვულ აფეთქებებს არ მოიცავს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო