ლავროვი -ისრაელზე: თუ ეგონათ, ირანს საათებში დაიპყრობდნენ, ახლა ხვდებიან, როგორ შეცდნენ

უკრაინასთან მეხუთე წელი ომში მყოფი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, -სა და ისრაელს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების ხანგრძლივობის გათვლას უწუნებს.
“თუ ისინი, ვინც ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე დარტყმებ შუა მოლაპარაკებების დროს გეგმავდა – სხვათა შორის, უკვე მეორედ, როგორც გასული წლის ივნისშიც მოხდა – ფიქრობდნენ, რომ ერთ დღე-ღამეში, რამდენიმე საათში მიაღწევდნენ მთელი ამ სახელმწიფოს დაპყრობას, მაშინ, ალბათ, უკვე ესმით, რამდენად შეცდნენ, რამდენად აირივნენ. და, რა თქმა უნდა, ირანი თავს იცავს.” – თქვა ლავროვმა.
ლავროვის თქმით, ირანის პასუხად ურტყამს სამხედრო ინფრასტრუქტურას, რომელიც მასზე თავდამხსმელ ქვეყნებს რეგიონში გააჩნიათ. ცნობისთვის, ირანის იერიშების შედეგად დაზიანდა სავაჭრო და სხვა სახის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა მწუხარება, რომ ზიანი ადგებათ არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს წევრ ქვეყნებსაც. მისი თქმით, ქვეყნებს “მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩქარა დასხდომისკენ” მოუწოდებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გიგაშვილი: ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებს! ძალიან დიდი ბოდიში აქციებს, რომ იქ არ ვდგავართ! იმედი მაქვს, რომ რაღაც დროს მივხვდებით რა კარგია ერთიანობა ყველაფერში და არა მხოლოდ გუშინ!

კობახიძე: 2012 წლამდე ქვეყანაში სულ 3 პარასპორტსმენი იყო, დღეს 300-ზე მეტია – მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს”, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა პარასპორტის განვითარებასა და შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე