ლავროვი აფხაზ მინისტრს: ჩვენი ქვეყნები ისტორიული მოკავშირეები არიან

6 ივნისს მოსკოვში, ს საგარეო საქმეთა სამინისტროში, გაიმართა რუსეთისა და ს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრების, სა და ოლეგ ბარციცის შეხვედრა.
„ვფიქრობ, ეს თქვენი პირველი ვიზიტია ახალ თანამდებობაზე და ამ შესაძლებლობას ვიყენებ, რათა პირადად გისურვოთ წარმატებები აფხაზეთის რესპუბლიკის საკეთილდღეოდ.
„ჩვენი ქვეყნები ისტორიული მოკავშირეები არიან“ და „ამჟამად ვაყალიბებთ ერთიან თავდაცვით უსაფრთხოების სივრცეს ჩვენი პრეზიდენტების შეთანხმებების შესაბამისად. ვახდენთ აფხაზეთის სოციალური და ეკონომიკური კანონმდებლობის ჰარმონიზაციას რუსულთან, რათა რესურსები ეფექტურად იქნას მიმართული პენსიის, მედიცინის, განათლების და სხვა სფეროებში ხელშესახები შედეგების მისაღწევად”, – განაცხადა ლავროვმა აფხაზი კოლეგის მიმართ მისასალმებელ სიტყვაში. ლავროვს ციტირებს აფხაზური მედია.
მისივე თქმით, „დღეს კარგი შესაძლებლობაა ვისაუბროთ ორმხრივ გეგმებზე და დავალებებზე, ასევე იმის შესახებ, როგორ გავაგრძელოთ ძალისხმევა საერთაშორისო ასპარეზზე, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში“.
აფხაზური მედიის ინფორმაციითვე, აფხაზმა მინისტრმა, თავის მხრივ, ისაუბრა იმის შესახებ, რომ “აფხაზეთისა და რუსეთის თანამშრომლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად რჩება რეგიონში საერთო უსაფრთხოების არქიტექტურის შენარჩუნება”.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა ინტენსიური და შეუქცევადია, ის ეფუძნება ნამდვილ მოკავშირეობას, პარტნიორობას და მეგობრულ ურთიერთობებს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის.“