ლავროვი აფხაზეთს ეკონომიკური დახმარების გაგრძელებას დაჰპირდა

აფხაზეთში საბიუჯეტო ხელფასების თანადაფინანსების შეჩერების შემდეგ, რითაც მოსკოვმა სოხუმი ვალდებულებების არშესრულებისთვის დასაჯა, ს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ს [დე ფაქტო] ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბასთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის დახმარებას სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. აქვე ლავროვმა აღნიშნა, რომ “სპეცოპერაციაში” აფხაზეთი მხარს უჭერს რუსეთს.
“აფხაზი მოხალისეები მონაწილეობენ ბრძოლებში დონბასში, რესპუბლიკის მოქალაქეები ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ და იღებენ რუსებს, რომლებიც იძულებულნი არიან დატოვონ თავიანთი სახლები, მათ შორის იღებენ ბავშვებს კურსკის რეგიონიდან გმირთა შთამომავლების ბანაკში”, – განაცხადა ლავროვმა.
სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს, აფხაზეთის [დე ფაქტო] ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ 2008 წლამდე, სანამ რუსეთი “აფხაზეთს აღიარებდა, აფხაზი ხალხის ცნობიერებაში საქართველოს მხრიდან მორიგი აგრესიის შიში სჭარბობდა”.
” ჩვენ შორის დადებული შეთანხმებების შემდეგ. ეს საფრთხე უკანა პლანზე გადავიდა. ხალხმა დაიწყო ფიქრი ეკონომიკაზე, სოციალურ საკითხებზე”, – განაცხადა შამბამ.
შამბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფხაზი ხალხი ყოველთვის პატიოსნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა მოკავშირის ვალდებულებას. ამის მაგალითად ასახელებს ორი მსოფლიო ომის მოვლენებს, ასევე რუსეთის “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, რომელშიც აფხაზი მოხალისეებიც მონაწილეობენ. მისი თქმით, აფხაზეთმა [დე ფაქტო] უკვე განახორციელა ორი ქვეყნის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროგრამის 45 პუნქტიდან 27.
“რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს რთული შიდაპოლიტიკური ვითარება, არის აზრთა სხვადასხვაობა. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველანი გამოვდივართ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან, ამიტომ ყველა ვალდებულებას შევასრულებთ”, – აღნიშნა შამბამ.

ასევე დაგაინტერესებთ

იგორ ნარმანია – იმდენი გააკეთა “ქართული ოცნების” რუსულმა ხელისუფლებამ, რომ აშშ-ის საელჩო „ქარდებით“ გველაპარაკება, მთელი დასავლური სამყარო აცნობიერებს, თუ როგორი მნიშვნელობა აქვს 26 ოქტომბრის არჩევნებს