ლავროვი ამბობს, რომ დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ ეუთოს სხდომაზე მასთან შეხვედრა ისურვა

ს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მიიღებს მონაწილეობას ეუთოს შეხვედრაში, თუ ბულგარეთი რუსეთის დელეგაციისთვის საჰაერო სივრცეს გახსნის. სხდომა ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ტარდება. ლავროვის თქმითვე, დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ მასთან შეხვედრა ითხოვა.
Reuters-ის ცნობით, ლავროვმა განაცხადა, რომ ის ჩრდილოეთმა მაკედონიამ მიიწვია ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც სკოპიეში 30 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე გაიმართება.
2022 წელს რუსეთის ში შეჭრის შემდეგ, დასავლეთი რუსეთის იზოლირებას ცდილობს, პირადი შეხვედრები მაღალი რანგის მინისტრებთან კი იშვიათად ხდება.