ლავროვის თქმით, ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთოს მინისტერიალზე დასწრებას გეგმავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ს თქმით, კვირის ბოლოს გეგმავს ჩრდილოეთ მაკედონიაში გამგზავრებას, სადაც ეუთოს მინისტერიალს დაესწრება. ეს იქნება მისი პირველი ვიზიტი NATO-ს წევრ ქვეყანაში მას შემდეგ, რაც რუსეთმა ში ომი დაიწყო.
ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩასასვლელად ლავროვის თვითმფრინავს ბულგარეთის ან საბერძნეთის საჰაერო სივრცეში ფრენა დასჭირდება. როგორც ს საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, ბულგარეთი მის თვითმფრინავს საჰაერო სივრცეს გაუხსნის.
“როგორც ჩანს, ბულგარეთი მაკედონიას დაჰპირდა, რომ საჰაერო სივრცეს გახსნის. თუ ეს იმუშავებს, ჩასვლას შევძლებთ”. – თქვა ლავროვმა.
რუსეთი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის 57 წევრიდან ერთ-ერთია. ჩრდილოეთ მაკედონიამ, რომელიც ჯგუფს მონაცვლეობით თავმჯდომარეობს, ლავროვი მინისტერიალზე მიიწვია.
2022 წელს ეუთოს მინისტერიალს პოლონეთი მასპინძლობდა, მაშინ ვარშავამ სერგეი ლავროვის ქვეყანაში შეშვებაზე უარი თქვა.