რუსი და ამერიკელი დიპლომატები უკრაინის ომზე მოლაპარაკების შემდეგი რაუნდისთვის ხუთშაბათს, 27 თებერვალს, ერთმანეთს სტამბულში, თურქეთში შეხვდებიან.
სერგეი ლავროვმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება შეერთებულ შტატებში რუსი დიპლომატებისთვის და მათი ამერიკელი კოლეგებისთვის რუსეთში უკეთესი პირობების შექმნაზე, წარსულში საელჩოს საკუთრებასთან დაკავშირებული უთანხმოების შემდეგ.
სტამბულის მოლაპარაკებების შედეგი „გვიჩვენებს, თუ რამდენად სწრაფად და ეფექტიანად შეგვიძლია წინსვლა“, თქვა ლავროვმა.
ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკების სწრაფი და ეფექტიანი შეთანხმება. თუმცა, პუტინმა მიმდინარე კვირას განცხადება გააკეთა და გააქარწყლა მოლოდინი, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკება სწრაფად მოხდება. მისი თქმით, ვერაფერი მიიღწევა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ნდობის აღდგენის გარეშე.
ხუთშაბათის მოლაპარაკებების დღის წესრიგი, როგორც ეს ლავროვმა აღწერა, მიანიშნებს, რომ ორი მხარე პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს დიპლომატიური ურთიერთობების ტექნიკურ ბარიერებზე, იქამდე, ვიდრე უფრო ამბიციურ მიზნებზე გადავა. მან ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა ტრამპის წინამორბედის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას დააბრალა.
“ჩვენი მაღალი დონის დიპლომატები, ექსპერტები შეხვდებიან და განიხილავენ სისტემურ პრობლემებს, რომლებიც დაგროვდა წინა ადმინისტრაციის უკანონო ქმედებების შედეგად, რათა ხელოვნური დაბრკოლებები შეექმნათ რუსეთის საელჩოს საქმიანობისთის, რასაც ჩვენ, ბუნებრივია, ვუპასუხეთ და ასევე შევქმენით არასასიამოვნო პირობები ამერიკის საელჩოსთვის მოსკოვში მუშაობისთვის”,- თქვა ლავროვმა.
