ლადო წულუკიძე: და ტიპები მართლა არსებობენ, ვინც ამას დაიჯერებს…

ჟურნალისტი ლადო წულუკიძე:
ანუ, ტიპი ბათუმში ადგა, გადაწყვიტა თავი მოეკლა, წავიდა ამისთვის საგარეჯოში სტუმრად და წინასწარ დაწერა წერილი, სადაც ეს ტიპი, ვისთანაც სტუმრად წავიდა მოიხსენია თბილი სიტყვებით და არაფერ შუაში არიანო ეგენი, კარგი ხალხიაო.
მაგრამ თან გადაწყვიტა რომ მაინც და მაინც აი მაგ ტიპის სახლში მოეკლა თავი (რომელიც კაი ტიპია და არაფერ შუაშია) და გაეშარა. ნუ, გასაგებია რომ ბათუმში და ზოგადად აჭარის რეგიონში ცეცხლსასროლი იარაღი ვერ იშოვა და იქ, იმ პატიოსანი ოჯახის სახლში ზუსტად იცოდა რომ არასწორად შენახული და დატენილი დახვდებოდა. ამიტომ სხვა გზა არ ქონდა.
კორუფციას მაბრალებენო, მილიონებს ვერ გიტოვებთო და ა.შ. ამაზე აზრი არა აქვს ახლა რამე კომენტარს, მაგრამ ვინც აბრალებს, იმას რომ ავედრებს ოჯახს, განსაკუთრებული სისათუთეა
ჰო, მერე ცდილობს თავის მოკვლას პისტოლეტიდან მკერდში სროლით და წერილს ექიმები პოულობენ და გადასცემენ ერთადერთ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ მედიას.
ტაში ამხანაგებო!
და ტიპები მართლა არსებობენ, ვინც ამას დაიჯერებს…

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ