ლადო მგალობლიშვილი – ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა საფრთხეშია – საქართველოსგან ითხოვენ ანჩურიის რესპუბლიკის შექმნას და ქართველების გადაკეთებას ანჩურიელებად

დღეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა საფრთხეშია. საქართველოსგან ანჩურიის რესპუბლიკის შექმნას ითხოვენ და ქართველების ანჩურიელებად გადაკეთებას, – ასე ეხმაურება აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ლადო მგალობლიშვილი 29 აპრილს თბილისში დაგეგმილ აქციას.
მისივე შეფასებით, უცხო ძალები, ქართველი ხალხის მიერ არჩეულ საქართველოს პარლამენტს კანონის მიღებას უკრძალავენ.
„ამერიკელმა მწერალმა ო. ჰენრიმ დიდებული ნაწარმოები „კომბოსტო და მეფეები”დაწერა, სადაც ფიგურირებს გამოგონილი მუდმივი რევოლუციების კარიკატურული რესპუბლიკა ანჩურია. სწორედ აქედან მოდის საერთაშორისო ურთიერთობებში დამკვიდრებული ტერმინი – ბანანის რესპუბლიკა.
დღეს, უცხო ძალები, ქართველი ხალხის მიერ არჩეულ საქართველოს პარლამენტს უკრძალავენ კანონის მიღებას.
ქართულ სასამართლოს ავალებენ, გაათავისუფლოს მრავალ დანაშაულში მსჯავრდებული/ბრალდებული ექსპრეზიდენტი .
ხელისუფლებას და ეკლესიას უკრძალავენ ეროვნული ღირებულებების დაცვას და არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდასთან ბრძოლას.
დღეს, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა საფრთხეშია. საქართველოსგან ანჩურიის რესპუბლიკის შექმნას ითხოვენ და ქართველების ანჩურიელებად გადაკეთებას.
ამიტომ, 29 აპრილს, უნდა შევიკრიბოთ ძალიან ბევრნი და ზვიად გამსახურდიას მიერ, დამოუკიდებლობის გამოცხადებისას ნათქვამი სიტყვები გავაგონოთ მთელ მსოფლიოს – „გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს, გვფარავდეს ღმერთი“,- აღნიშნულია მგალობლიშვილის გამოხმაურებაში, რომელსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაბულას რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლას გეგმავს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და ეს რუსული დელეგაციისთვის პრობლემაა

ადვოკატი – „ქართული ოცნება“ სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიც არის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რაც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან