ლადო კახაძე: ერთი ნარკოტიკი გვრჩება ჩვენ, რომელსაც ისე ადვილად ვამბობთ, მიკროფონის მეოხებით. ყველაზე დიდი ნარკოტიკი არის სიტყვა

“ერთი ნარკოტიკი გვრჩება ჩვენ, რომელსაც ისე ადვილად ვამბობთ, მიკროფონის მეოხებით. ყველაზე დიდი ნარკოტიკი არის სიტყვა. ადამიანები მიეჩვია ახლა ცუდ სიტყვას, კარგ სიტყვას აღარ ისმენენ. ოპერაში არ წავლენ, მუსიკას არ მოუსმენენ და ლანძღვა-გინებას დალოდებულები არიან, როდის იქნება ეს ლანძღვა-გინება, ვიღაცის შეურაცხყოფა, დამცირება და დაავადდა საზოგადოება, მარტო ჩვენი არა, დედამიწაზე.
კარგმა სიტყვამ დაკარგა ადგილი, რადგან ტვინი არ გახლავთ მომწიფებული და ნარკოტიკულად დაავადებულია.
[…]
მეც რომ მეკითხებოდნენ ზოგჯერ კომენტარებს, ვეუბნებოდი მე ნუ ჩამრთავთ ამ საქმეში. ტელევიზიაში მე რომ ვიწყებ ლაპარაკს, პატარა ბავშვს, რომელსაც ჩემგან ასეთი სიტყვები საერთოდ არ გაუგონია, უი, ლადო ბაბუ ლაპარაკობს და ლადო მამა და მოვუსმინოთ რას ლაპარაკობს, რაზე? ნარკოტიკზე, მერე წავიდა, ნახა ნარკოტიკი და დაიწყო. ძალიან გავუფრთხილდეთ ჩვენს ნათქვამ სიტყვას” – ამბობს დეპუტატი, ლადო კახაძე ახალი ანტინარკოტიკული კანონის განხილვისას.