ლადო ბოჟაძე ზურაბიშვილზე: შეეძლება, რომელიმე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანდეს, ან თავად დააფუძნოს პარტია

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლადო ბოჟაძე არ გამორიცხავს, რომ ზურაბიშვილი ახლა უკვე ოფიციალურად გაწევრიანდეს რომელიმე ოპოზიციურ პარტიაში, ან ახალი პოლიტიკური მოძრაობა დააარსოს.
“სალომე ზურაბიშვილს არც პრეზიდენტის პოსტი უშლიდა ხელს ყოფილიყო რადიკალური ოპოზიციის ლიდერი. მათ შორის, დაიწერა ეუთო/ოდირის დასკვნაში, რომ იგი ღიად ერეოდა საარჩევნო კამპანიაში, გაცდა პრეზიდენტის მანდატს, ახლა კიდევ უფრო თავისუფალი იქნება. შეეძლება გაწევრიანდეს რომელიმე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიაში, ან თავად დააფუძნოს პოლიტიკური პარტია და გააგრძელოს ოპოზიციასთან ერთად თანამშრომლობა. დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციისთვის აღარ იქნება ს ფიგურა ისეთი საინტერესო, როგორც ის იყო პრეზიდენტის რანგში”, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თემურ ქათამაძე – მიგრაციის დეპარტამენტის ადმინისტრაციამ „ვივამედთან“ ერთად სკანდალური სპეცოპერაცია ჩაატარა – შეეცადნენ ჩემი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენებას არასათანადო კვების მიწოდებით