ლადო აფხაზავაზე თავდასხმაში ბრალდებულს 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

პედაგოგ ლადო აფხაზავაზე თავდასხმაში ბრალდებულს 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
„გურიის მოამბის“ ცნობით, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე პროკურორმა აღკვეთის ღონისძიების სახით სწორედ გირაო მოითხოვა. მოსამართლე ია ბარამიძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
კობა ფიფიაშვილს ასევე აეკრძალა ლადო აფხაზავასა და მის თანმხლებ პირთან მიახლოება და ყველანაირი სახის კომუნიკაცია.
შემთხვევა 5 მაისს, ლანჩხუთში მოხდა. ლადო აფხაზავას თქმით, მას თავს რამდენიმე პირი დაესხა. პედაგოგი თავდასხმას რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობას უკავშირებს.
საქართველოს პროკურატურამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ ლადო აფხაზავასა და მისი შვილობილის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფო ჯაფარიძე პენსიონერებს – 26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება თქვენი უზრუნველი სიბერე, 1-ელ დეკემბრამდე გაგინულდებათ საპენსიო სესხები, პენსია გახდება მინიმუმ 1000 ლარი