“ლაგუნა ვერეს” მიმდებარედ მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტი დამტკიცებულია

“ლაგუნა ვერეს” მიმდებარედ მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტი დამტკიცებულია. თბილისის საკრებულოში საკითხს მხარი 23-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 5.
კენჭისყრამდე “ქართული ოცნების” წარმომადგენლები და ოპოზიციონერი დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.
ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ქალაქის ცენტრში მრავალსართულიანი კომპლექსის აშენება ბევრ რისკთან არის დაკავშირებული.
“ჩვენი ქალაქის ისტორიაში ეს არის მართლაც შავი დღე, როდესაც ქალაქის ისტორიულ ნაწილში მოხდა ამ სავალალო პროექტის დამტკიცება, რომელსაც თან ახლავს უდიდესი რისკები უსაფრთხოების, სატრანსპორტო და ისტორიულ-კულტურული თვალსაზრისით. ეს პროექტი, ყველა არგუმენტის მიუხედავად დამტკიცდა,” – აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქციის ”ლელო – პარტნიორობა თბილისისათვის” თავმჯდომარე საბა ბუაძე.
ამ პოზიციას არ იზიარებს მმართველი გუნდი. “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ რომ რისკები დაზღვეულია და ამას დოკუმენტებიც ადასტურებს.
“აღნიშნული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. ეს პროექტი არის გენერალურ გეგმასთან სრული შესაბამისობაში და ითვალისწინებს ისტორიული შენობების შენარჩუნებას და განვითარებას, ასევე ლაგუნა ვერეს სპორტული-გამაჯანსაღებელი კომპლექსის რეაბილიტაციას,”- აღნიშნავს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მოქალაქეები საგამოძიებო კომისიაზე მოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ – “ჩემი ბიზნესი “ნაციონალურმა მოძრაობამ” წამართვა ხაზარაძე-ჯაფარიძისა და “თიბისი” ბანკის ხელით”, შესაბამისად, მათთან არსებობს კითხვები – თეა წულუკიანი

ვიღებთ კანონს, რომლითაც დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურების პირობები იქნება გაადვილებული, ასე რომ, ნურავის ექნება იმედი, რომ კორუფციაში ჩაერთვება, ფულს გაათეთრებს, სახელმწიფოს ან კერძო პირს დააზიანებს და ეს ფული შერჩება